The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გივი ვასილის ძე ნიკოლაიშვილი

გივი ვასილის ძე ნიკოლაიშვილი
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:1982  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    გივი ვასილის ძე ნიკოლაიშვილი დაიბადა 1925 წელს თბილისში.

    1942 წელს ამთავრებს თბილისის 30-ე საშუალო სკოლის 8 კლასს და სწავლას განაგრძობს თბილისის საავიაციო ტექნიკუმის მექანიკურ ფაკულტეტზე. 1953 წელს ამთავრებს თბილისის საკავშირო ვაჭრობის ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტს; 1965 წელს – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიურ ფაკულტეტს, ხოლო 1975 წელს – მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურას დაუსწრებლად და იცავს საკანდიდატო დისერტაციას.

     ბატონი გივი, 1950 წლიდან 1982 წლამდე მსახურობდა "სამტრესტი"–ს თბილისის N1 ღვინის ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობეზე:მთავარ მეღვინედ, დირექტორად, "სამტრესტი"–ს საწარმოო გაერთიანება "თბილღვინოს" გენერალურ დირექტორად.

      მას მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი კლასის მეღვინის  წოდება. გამოქვეყმებული ჰქონდა 16 მეცნიერული შრომა, ორი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე, იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

      დაჯილდოებული იყო სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის, ოქროს და ბრინჯაოს მედლებით.

      მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები, ორდენები შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის და მედლები.

     გივი ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა 1982 წელს.

     წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 164 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები