| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ირაკლი გოგიბერიძე![]()
ბიოგრაფიაირაკლი გოგიბერიძე დაიბადა 1936 წელს დაიბადა ქ. ქუთაისში. 1954 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე ქ. ქუთაისში და სწავლა განაგრძო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტშიი ინჟინერ - ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1960 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო გურჯაანის რვინის ქარხანაში მეღვინე - ბრიგადირად, სადაც მუშაობდა 1962 წლამდე. შემდეგ, 1982 წლამდე მუშაობდა ოზურგეთის ღვინის ქარხანაში წარმოების უფროსად, ვარციხის ღვინის ქარხანაში – მთავარ ინჟინრად, მაიაკოვსკის ღვინის კომბინატის დირექტორად. ი. გოგიბერიძის ავტორობით გამოქვეყნებულია ნაშრომი ვარციხის ღვინის ქარხნის შესახებ. მისი ხელმძღვანელობით "სამტრესტი"–ს მაიაკოვსკის ღვინის კომბინატი 1981 წლის გამარჯვებული გამოვიდა რესპუბლიკურ და საკავშირო შეჯიბრებაში. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 195 გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

