The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



რუდოლფ ჯაოშვილი

რუდოლფ ჯაოშვილი
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:1989  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    რუდოლფ ჯაოშვილი დაიბადა 1936 წელს ქ. თბილისში. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მუშაობდა – საკავშირო კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ მუშაკად; ტექნოქიმიური ლაბორატორიის გამგედ; საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტორს "საქეთეთერზეთების" ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; თბილისის  შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორად. 1987 წლიდან – ყურძნის წარმოების და გადამუშავების მთავარი სამმართველოს გასაღების და საექსპორტო მიწოდების განყოფილების უფროსად.

    ბატონ რუდოლფს გამოქვეყნებული ჰქონდა 22 სამეცნიერო შრომა. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

    რუდოლფ ჯაოშვილი გარდაიცვალა 1989 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 253გვ.