The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



აველი ჩიკვილაძე

აველი ჩიკვილაძე
დაბადების თარიღი:1938
გარდაცვ. თარიღი:1980  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     აველ ჩიკვილაძე დაიბადა 1938 წელს ონის რაიონის სოფელ ლაჩათში.

     1958 წელს დაამთავრა ონის ვაჟთა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1965 წელს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

     1967 წლიდან 1980 წლამდე მუშაობდა – ონის კოლმეურნეობაში, რძისა და ღვინის ქარხნებში მუშად; ბოდბე-მაღაროს ღვინის ქარხანაში მეღვინედ, დირექტორის მოადგილედ.

     1980 წელს, ბოდბე-მაღაროს ღვინის ქარხანაში მომხდარი ტრაგედიის დროს მან სიკვდილს გადაარჩინა ქარხნის ორი მუშა, თვითონ კი გარდაიცვალა.

     წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 199 გვ.