The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ჯონდო ჟორჟოლაძე

ჯონდო ჟორჟოლაძე
დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:1999  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     ჯონდო ჟორჟოლაძე დაიბადა 1939 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში.

     კვალითის საშუალო სკოლის დამტავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც 1965 წელს დაამთავრა. 

     მუშაობდა დაიწყო 1957 წელს, კვალითის ღვინის ქარხანაში მუშად და 1976 წლამდე იმუშავა მეღვინე ბრიგადირად, ოსტატად, ინჟინერ-ტექნოლოგად. 1987 წლამდე მუშაობას აგრძელებს სვირის ღვინის ქარხნის დირექტორად. 1987 წლიდან 1990 წლამდე მუშაობს "სამტრესტი"–ს ცენტრალურ ლაბორატორიაში ტექქიმკონტროლად. 1990 წლიდან ბრუნდება კვალითის ღვინის ქარხანაში მთავარი ტექნოლოგის თანამდებობაზე და მუშაობს 1992 წლამდე.

    1992 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობს ზესტაფონის ღვინის დაძველების და ჩამოსხმის ქარხანაში დირექტორად, შემდეგ გენერალურ დირექტორად.

     ბატონი ჯონდო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. მეღვინეობის თემაზე მიღებული ჰქონდა პატენტი და გამოქვეყნებული ორი ნაშრომი - წიგნი.

    ჯონდო ჟორჟოლაძე გარდაიცვალა 1999 წელს.

 წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 200 გვ.