შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ზურაბ კანდელაკი![]()
ბიოგრაფიაზურაბ კანდელაკი დაიბადა ქ. თბილისში 1951 წელს. 1975 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1976 წლიდან 1986 წლამდე მუშაობდა: ქ. კისლოვოდსკის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ, თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში საამქროს უფროსად, მთავარი შამპანისტის მოადგილედ, საწარმოო გაერთიანება "თბილღვინოში" საამქროს უფროსად, "სამტრესტი"–ს საწარმოო განყოფილებაში მთავარ შამპანისტად. 1999 წელს ზურაბ კანდელაკი გარდაივცალა. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 203 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |