შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ნოდარ ხვთისიაშვილი![]()
ბიოგრაფიანოდარ ხვთისიაშვილი დაიბადა 1941 წელს ქ. თბილისში. 1958 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1963 წელს ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1963 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა: წინანდლის ღვინის ქარხანაში ქიმიკოსად; ლენინგრადის ღვინის ქარხანაში საამქროს უფროსად; ვარკეთილის საწარმოო გაერთიანების მთავარ ინჟინრად; კონიაკის კომბინატში საამქროს უფროსად, მთავარ ინჟინრად; საგარეჯოს სამარკო და საექსპორტო ღვინოების ქარხანაში დირექტორად. 1988 წლიდან სამრეწველო-სავაჭრო ფირმა "სამება" -ს დამაარსებელია და 1995 წლამდე გენერალური დირექტორი. იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური რეფორმების კომისიის წევრი, სახელმწიფოს მეთაურთან არსებული დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს მრეწველთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის გამგეობის წევრი. მეღვინეობის დარგში პირველმა დაამყარა საქმიანი კონტაქტები უცხოეთის ფირმებთან და ორგანიზაციებთან, შექმნა პირველი ერთობლივი საწარმო პოლონეთში და მოახდინა მისი პრივატიზაცია, მოიზიდა უცხოელი ინვესტორი, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჟორჟ შულცი, რომელიც აფინანსებს ქართულ-ამერიკულ ერთობლივ საწარმოს "ჩალას - ვაილს". იყო ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, მხატვარი, ქველმოქმედი, არაერთი გამოგონებისა და შრომის ავტორი. ნოდარ ხვთისიაშვილი დაიღუპა ტრაგიკულად 1995 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 253გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |