The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით ლეჟავა

დავით ლეჟავა
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:2013  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   დავით ლეჟავა დაიბადა 1937 წელს. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინის კვალიფიკაციით.

   1956-1961 წლებში მუშაობს "სამტრესტის" ზესტაფონის საწარმოო გაერთიანების ზედა საზანოს ღვინის ქარხანაში მეღვინე-ბრიგადირად.

   1962 წელს გადაჰყავთ არგვეთის გაერთიანების ღვინის ქარხნის დირექტორად. 1972 წლიდან თბილისის N1 ღვინის ქარხნის მეღვინე სპეციალისტია. 1975 წლიდან თბილისის N3 ღვინის ქარხანაში გასაღების განყოფილების უფროსია. შემდეგ, N3 ღვინის ქარხანა შეუერთდა გაერთიანება "თბილღვინოს", რომლის პრივატიზაცია განხორციელდა 1999 წელს და დავით ლეჟავა გახდა მისი ერთ-ერთი მფლობელი. 

   ბატონი დავითი გარდაიცვალა 2013 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 325 გვ.