შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
თამაზ შალამბერიძე![]()
ბიოგრაფიათამაზ შალამბერიძე დაიბადა 1940 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, საიდანაც სწავლა განაგრძო მოსკოვის ბახის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში. იქვე დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია. მუშაობა დაიწყო მაარაბდის ღვინის ქარხანაში მთავარ ინჟინრად, შემდეგ დირექტორად. 1973 წლიდან მარნეულის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორია. შემდეგი წლები გაატარა ბოლნისის ღვინის ქარხნის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. 1983 წლიდან "სამტრესტი"–ს აპარატში ინიშნება საწარმოო-ტექნოლოგიურ განყოფილებაში და იქიდან აწინაურებენ თბილისის შამპანური ღვინის ქარხნის დირექტორად. 1991 წლიდან კავთისხევის ღვინის ქარხნის დირექტორია და 1993 წლიდან - გაერთიანება "თბილღვინო"–ს სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარე. თამაზ შალამბერიძე გარდაიცვალა 2012 წელს. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 326 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |