The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გიორგი თუშმალიშვილი

გიორგი თუშმალიშვილი
დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:2006  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გიორგი თუშმალიშვილი დაიბადა 1921 წელს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში. 

   1938 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 შრომის სკოლა. 1943 წელს –  საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით.

   1943 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა: ყულარის საბჭოთა მეურნეობაში; ყირიმში, კომბინატ მასსანდრაში უფროს მეღვინედ; სამტრესტში საწარმოო განყოფილების მეღვინედ, უფროს მეღვინედ, განყოფილების უფროსად; შამპანური ქარხნის დირექტორად; სამტრესტში მთავარ მეღვინედ; სამტრესტის მმართველად; საქართველოს მეხილეობა - მევენახეობა - მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტიუტში განყოფილების გამგედ; საგარეჯოს საექსპორტო ღვინის ქარხნის დირექტორად; მანავის ღვინის კომბინატის მთავარ ინჟინრად; სამტრესტში უფროს სპეციალისტად; საქაგრო - იმპექსში მთავარ სპეციალისტად. 1990 წლიდან მუშაობს სამტრესტში მთავარ მრჩეველ - კონსულტანტად.

   მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამრეწველო ვაზის ჯიშების შერჩევა მოშენების და ღვინის ხარისხის ამაღლების საქმეში. მივლინებით ნამყოფია არგენტინაში, ჩილეში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთში და კალიფორნიაში, სადაც გაეცნო ამ ქვეყნების მევენახეობა - მეღვინეობას.  მონაწილეობდა სამ საერთაშორისო მევენახეობა - მეღვინეობის კონგრესის და მრავალი საერთაშორისო დეგუსტაციის მუშაობაში. 

   კომბინატ მასსანდრაში მუშაობის პერიოდში მინიჭებული აქვს საკავშირო უმაღლესი კატეგორიის მეღვინის წოდება, აგრეთვე მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. 1956 წლიდან საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის წევრია. 1967 - 1974 წლებში იყო საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს: მთავრობის ჯილდოები - შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები; საკავშირო სასოფლო - სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ორი ოქროს მედალი.

   ბატონი გიორგი გარდაიცვალა 2006 წელს.

    წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 41 გვ.

   


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო სადეგუსტაციო კომისია, წევრი (1956-)
  • საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს კოლეგია, წევრი (1967-1974)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საკავშირო სასოფლო - სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ორი ოქროს მედალი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი