| Login |
![]() |
|
| Home |
|
Search The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia. The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database. |
გიორგი თუშმალიშვილი![]()
Biographyგიორგი თუშმალიშვილი დაიბადა 1921 წელს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში. 1938 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 შრომის სკოლა. 1943 წელს – საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1943 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა: ყულარის საბჭოთა მეურნეობაში; ყირიმში, კომბინატ მასსანდრაში უფროს მეღვინედ; სამტრესტში საწარმოო განყოფილების მეღვინედ, უფროს მეღვინედ, განყოფილების უფროსად; შამპანური ქარხნის დირექტორად; სამტრესტში მთავარ მეღვინედ; სამტრესტის მმართველად; საქართველოს მეხილეობა - მევენახეობა - მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტიუტში განყოფილების გამგედ; საგარეჯოს საექსპორტო ღვინის ქარხნის დირექტორად; მანავის ღვინის კომბინატის მთავარ ინჟინრად; სამტრესტში უფროს სპეციალისტად; საქაგრო - იმპექსში მთავარ სპეციალისტად. 1990 წლიდან მუშაობს სამტრესტში მთავარ მრჩეველ - კონსულტანტად. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამრეწველო ვაზის ჯიშების შერჩევა მოშენების და ღვინის ხარისხის ამაღლების საქმეში. მივლინებით ნამყოფია არგენტინაში, ჩილეში, გერმანიაში, საფრანგეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთში და კალიფორნიაში, სადაც გაეცნო ამ ქვეყნების მევენახეობა - მეღვინეობას. მონაწილეობდა სამ საერთაშორისო მევენახეობა - მეღვინეობის კონგრესის და მრავალი საერთაშორისო დეგუსტაციის მუშაობაში. კომბინატ მასსანდრაში მუშაობის პერიოდში მინიჭებული აქვს საკავშირო უმაღლესი კატეგორიის მეღვინის წოდება, აგრეთვე მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება. 1956 წლიდან საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის წევრია. 1967 - 1974 წლებში იყო საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს კოლეგიის წევრი. მიღებული აქვს: მთავრობის ჯილდოები - შრომის წითელი დროშის ორდენი და მედლები; საკავშირო სასოფლო - სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ორი ოქროს მედალი. ბატონი გიორგი გარდაიცვალა 2006 წელს. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 41 გვ.
Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

