The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ემილ ჩაფიძე

ემილ ჩაფიძე
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1988  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ემილ ჩაფიძე დაიბადა 1906 წელს ზესტაფონში, რკინიგზელის ოჯახში.

   ზესტაფონის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. 

   სამამულო ომის დაწყებამდე, მუშაობდა  საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შემდეგ თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში წამყვან ინჟინერ-ტექნოლოგად, ტექნიკურ დირექტორად.

   1941 წლიდან მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში.

   დემობილიზაციის შემდეგ კვლავ განაგრძო მუშაობა შამპანური ღვინოების ქარხანაში. 

   გაგზავნილ იყო კრასნოდარის მხარეში, როგორც ამ საქმის კარგი მცოდნე, ამ მხარის აბრაუ-დიურსოს მევენახეობა-მეღვინეობის კომბინატის კომბინატის დირექტორად. დაუღალავი შრომით მოკლე დროში აღადგინა მევენახეობა-ეღვინეობა ამ მხარეში და ხელმძღვანელობის მაღალი შეფასება დაიმსახურა. დაჯილდოვდა ლენინის ორდენით.

   1952 წელს ბრუნდება სამუშაოდ თბილისში და გარდაცვალებამდე მუშაობს "სამტრესტი"–ს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე – 1961 წელს "სამტრესტი"–ს მმართველად და 1966 წლამდე მმართველის პირველ მოადგილედ.

   სწავლობდა შამპანური ღვინო მასალებისთვის გამოსადეგ ქართულ ვაზის ჯიშებს.

   მინიჭებული ჰქონდა: საქართველოს დამსახურებული მეღვინის საკავშირო კვების მრეწველობის წარჩინებული მუშაკის საპატიო წოდება. იყო რაციონალიზატორი და გამომგონებელი, საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის მუდმივი წევრი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

   ემილ ჩაფიძე გარდაიცვალა 1988 წელს. 

   წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე; თბილისი: ღვინის სახლი, 1999. - 34 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო სადეგუსტაციო კომისია, მუდმივი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი