შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
მანანა ფოცხვერაშვილი![]()
ბიოგრაფიამანანა ფოცხვერაშვილმა 1988 წელს დაამთავრა ოდესის მ. ლომონოსოვის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1988 წლიდან მუშაობდა წნორის ღვინის ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1995 წლიდან – სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვების, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტში" (ამჟამად სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო) ღვინის ტექნოლოგად, დეგუსტატორად ("GTZ"-ის სერთიფიკატის მფლობელია), ღვინის ხარისხის მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსად. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ღონისძიებაში. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 186 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |