The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.

საკონტ. ტელ: 595 45 55 44



როსტომ ბაქრაძე

როსტომ ბაქრაძე
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1975  (41 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   როსტომ ბაქრაძე დაიბადა 1975 წლის 3 დეკემბერს.  1998 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა - მეღვინეობის ფაკულტეტი. რ. ბაქრაძე, 1996 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში. 2004 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა კალიფორნიის კენდელ ჯექსონის ღვინის საწარმოში და 2007 წლიდან მუშაობა დაიწყო "სამტრსტში" (სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოში) – მევენახეობის რეგულირების სამმართველოს უფროსად, მევენახეობა და მეღვინეობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსად,  სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს უფროსად.

     წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 187 გვ.