The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თამარ კლიმიაშვილი

თამარ კლიმიაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    თამარ კლიმიაშვილმა დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტის ფაკულტეტი. 1974-2005 წლებში მუშაობდა კვების მრეწველობის (რეორგანიზაციის შემდეგ სოფლის მეურნეობის) სამინისტროში მთავარ სპეციალისტად, ფინანსისტად, საფინანსო სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 31 წლის განმავლობაში კურირებდა სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციებს, მათ შორის "სამტრესტს". 2006 წლიდან მუშაობს "სამტრესტში", სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოში.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 187 გვ.