The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გრიგოლ მაისურაძე

გრიგოლ მაისურაძე
დაბადების თარიღი:29 ივნისი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    გრიგოლ მაისურაძე დაიბადა 1965 წლის 29 ივნისს. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1989 წლიდან 2000 წლამდე მუშაობს: საქართველოს კვების მრეწველობის ინსტიტუტის ტექნოლოგად; შპს "ლილოს" ინჟინერ ტექნოლოგად; მარნეულის სასურსათო კომბინატში წარმოების უფროსად. 2000 წლიდან ხდება შპს "ჯორჯიან-როიალ-კოლექშენის" დამფუძნებელი და ინჟინერ-ტექნოლოგი. 2011 - 2013 წლებში შპს " ბლექ-სი-სტოუნის" დირექტორია. შემდეგ სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 188 გვ.