The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



აკაკი გიქოშვილი

აკაკი გიქოშვილი
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   აკაკი გიქოშვილი დაიბადა 1968 წლის 12 მარტს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის, ეკონომიკის ფაკულტეტი. მინიჭებული აქვს იურისტის, ეკონომისტის კვალიფიკაცია. 1999-2002 წლებში დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1996–2012 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტში. 

   ა. გიქოშვილი, 2012 წლიდან, მუშაობდა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩევლად, იურიდიული სამმართველოს უფროსად. 

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 190 გვ.