The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნესტან ფრუიძე

ნესტან ფრუიძე
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ნესტან ფრუიძე დაიბადა 1965 წლის 9 ივლისს. 1989 წელს დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით და სწავლა განაგრძო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 2005 წელს და მიენიჭა სამართალმცოდნეობის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.

    2002-2004 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის იურისტის თანამდებობაზე. 2004 წლიდან გადაჰყავთ იმავე სამინისტროს "საქმინხილწყალის" დეპარტამენტის წარმოების ტექნოლოგიებისა და სურსათის უვნებლობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად. 2005 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმისწარმოებისა და კადრების სპეციალისტია. 

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 191 გვ.