The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ზურაბ ასათიანი

ზურაბ ასათიანი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ზურაბ ასათიანი დაიბადა 1965 წლის 8 ივნისს. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი. 1998 წელს დაამთავრა ყურძნის პროდუქტთა გადამუშავების ტექნოლოგიური ინსტიტუტი ინჟინერ - ტექნოლოგის სპეციალობით. 1999 - 2003 წლებში მუშაობდა შპს "ვაზიანი - XXI-ში" წარმოების მენეჯერად. 2003 - 2005 წლებში ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ "სამტრესტის" მეღვინეობის რეგულირებისა და ლიცენზირების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად. 2005 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია.  

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 191 გვ.