The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ალექსანდრე გაბუნია

ალექსანდრე გაბუნია
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    ალექსანდრე გაბუნია დაიბადა 1978 წლის 17 იანვარს. 1999 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია, ხოლო 2002 წელს - მაგისტრის ხარისხი. 1997 - 1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში. 2000 - 2007 წლებში საქართველოს ბანკში ანგარიშთა მმართველად. 2007 წლიდან მუშაობს ღვინის ეროვნულ სააგენტოში მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

      წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 192 გვ.