The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ლევან ბეგიაშვილი

ლევან ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     ლევან ბეგიაშვილი დაიბადა 1972 წლის 4 დეკემბერს. 1996 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის დაკონსერვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1997-1999 წლებში მუშაობდა შპს "ხაშმში" მენეჯერად; 1999 - 2001 წლებში - შპს "ხაშმი - ჯორჯია"-ში გენერალური დირექტორის მოადგილედ. 2009 წლიდან –ღვინის ეროვნული სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი სამეურნეო დარგში.

     წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 193 გვ.