The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



არჩილ გოგილაშვილი

არჩილ გოგილაშვილი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

      არჩილ გოგილაშვილი დაიბადა 1978 წლის 8 მარტს. 1999 დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - აღრიცხვის, კონტროლის და აუდიტის სპეციალობით. 1999 - 2005 წლებში მუშაობდა საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე. 2005 წელს კი ევროკომისიის პროექტის კონსულტანტად.

      2006 წლიდან ა. გოგილაშვილი "სამტრესტი"–ს (სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს) მთავარი ბუღალტერია.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 193 გვ.