შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გურამ ჩანტლაძე![]()
ბიოგრაფიაგურამ ჩანტლაძემ 1958 წელს დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინის კვალიფიკაციით. 1958 წლიდან 200 წლამდე იმუშავა: "სამტრესტი"–ს თბილისის საწარმოო კომბინატში ცვლის ტექნოლოგად; "სამტრესტი"–ს კაჭრეთის ღვინის ქარხნის ოსტატ-მეღვინედ; ბადიაურის ღვინის ქარხნის ოსტატ-მეღვინედ; კაჭრეთის ღვინის ქარხნის დირექტორად; კაჭრეთისა და კარდანახის ღვინის ქარხნების გაერთიანებისა და შემდეგ საგარეჯოს ქარხანათა სამმართველოს დირექტორად; თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილედ; "სამტრესტი"–ს ვოლგოგრადის ღვინის ქარხნის მთავარ მეღვინედ; "ცეკავშირის" მარნეულის ექსპერიმენტული ქარხნის წარმოების უფროსად და შემდეგ ამავე კომპანიის დირექტორად; "სამტრესტი"–ს ხარისხის კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტად. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. გურამ ჩანტლაძე გარდაიცვალა 2014 წელს. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 326 გვ
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |