The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ზურა ჩხეტიანი

ზურა ჩხეტიანი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ზურა ჩხეტიანმა, სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში.

   "სამტრესტი"–ს სისტემაში მუშაობა დაიწყო 1964 წლიდან სხვადასხვა ქარხანაში ჯერ ბრიგადირის, შემდეგ ოსტატისა და მეღვინის თანამდებობაზე.

   ძირითადი წლები გაატარა ვარკეთილის ღვინის ქარხანაში. იგი ერკვეოდა არა მარტო მეღვინეობაში, არამედ კარგად იცოდა შამპანურის, კონიაკის, არყის დაყენება და დაუზარელად ეხმარებოდა სხვადასხვა ქარხანაში თავის კოლეგებს. ოჯახში თავისი ხელით ჰქონდა აწყობილი  წყლის წისქვილი, საკალმახე მეურნეობა, მეფუტრეობა და საკუთარი დენის წყარო. 

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 327 გვ.