The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



პეტრე ქვლივიძე

პეტრე ქვლივიძე
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1982  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

   პეტრე ქვლივიძე დაიბადა 1912 წელს საგარეჯოში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის უნდუსტრიული ტექნიკუმი და ჩააბარა საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში (დღევანდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგზავნება სამუშაოდ სომხეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობს მშენებლად სხვადასხვა ობიექტზე. 

   სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა ხირსის საბჭოთა მეურნეობაში მთავარ ინჟინრად, სადაც ჩართული იყო ღვინის ქარხნის მშენებლობაში. წარმატებული ინჟინერი გადაჰყავთ "სამტრესტი"–ს ცენტრალურ აპარატში კაპიტალური მშენებლობის უფროსად, შემდეგ მმართველის მოადგილედ მშენებლობის დარგში და მთავარ ინჟინრად.

   მართალია ბატონი პეტრე მეღვინე არ იყო, მაგრამ ძირძველი "სამტრესტელი" იყო – მან ბევრი ქარხანა და საკუპაჟე ბაზა ააშენადაჯილდოებული იყო საქართველოს დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდებით.

   პეტრე ქვლივიძე გარდაიცვალა 1982 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 328 გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება
    ღვინის ქარხნების მშენებლობა