შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გოგი მაღლაკელიძე![]()
ბიოგრაფიაგოგი მაღლაკელიძემ, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1950 წლიდან მუშაობა დაიწყო ჯერ "საქჩაის" სისტემაში, ხოლო მოგვიანებით - "სამტრესტი"–ს სისტემის ღვინის ქარხნებში მეღვინედ, ინჟინრად და ზესტაფონის ღვინის ქარხნის დირექტორად. თავისი ცხოვრების აქტიური წლები "სამტრესტი"–ს ცენტრალური ლაბორატორიის გამგე იყო. მისი, როგორც წარმატებული გამომგონებლისა და მეცნიერის, მრავალი სიახლე დაინერგა. არჩეული იყო სოფლის მეურნეობის აკადემიის ნამდვილ წევრად. ბატონი გოგი გარდაიცვალა 2008 წელს. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 330 გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |