The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



არმაზ გელაშვილი

არმაზ გელაშვილი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:2008
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   არმაზ გელაშვილმა, 1966 წელს, დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და დაიწყო მუშაობა მუშად, შემდეგ ტექნოლოგად "სამტრესტი"–ს შამპანური ღვინოების ქარხანაში.

   1969 - 1972 წლებში იგი გადაჰყავთ თბილისის N1 ღვინის ქარხანაში, შემდეგ სწავლას აგრძელებს საქართველოს მებაღეობა-მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში.

   ა. გელაშვილი, 1980 წელს, ბრუნდება "სამტრესტი"–ს სისტემაში და იწყებს მუშაობას ქინძმარაულის ღვინის ქარხანაში. 1986 წლიდან 1989 წლამდე – ხირსის ღვინის ქარხნის ინჟინერ-ტექნოლოგია. 1990 წლიდან იწყებს მუშაობას თბილისის N4 ღვინის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობაზე, ხოლო 1994 წლიდან - ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბებულ შპს "ვერეში".

   ბატონი არმაზი გარდაიცვალა 2008 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 333 გვ.