შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
თეიმურაზ დაქიშვილი![]()
ბიოგრაფიათეიმურაზ დაქიშვილი დაიბადა 1940 წელს. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შრომით საქმიანობას იწყებს "სამტრესტი"–ს გურჯაანის გაერთიანების მუკუზანის ღვინის ქარხანაში რიგით ბრიგადირად. მისი გამორჩეული შრომისმოყვარეობის გამო, იგი ჯერ ტექნოლოგად, ხოლო შემდეგ მთავარ მეღვინედ ინიშნება. 1975 წლიდან, თ. დაქიშვილი, გურჯაანის გაერთიანების შრომის (დღევანდელი ვაჩნაძიანი) ღვინის ქარხანაში იწყებს მუშაობას მეღვინე-ტექნოლოგად. 1988 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი იყო მთავარი მეღვინე წინანდლის გაერთიანების თელიანის ღვინის ქარხანაში, სადაც ცნობილი წითელი სამარკო ღვინოები მზადდებოდა. ბატონი თეიმურაზი, 1996 წელს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 333 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |