შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ბიძინა კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიაბიძინა კაკაბაძემ 1953 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და დაიწყო შრომითი საქმიანობა თავის მშობლიურ ქუთაისში, ღვინის ქარხანათა სამმართველოში მეღვინედ. 1965 წლიდან გადადის "სამტრესტი"–ს ბაღდათის ქარხანათა სამმართველოში მთავარ ინჟინრად. 1961 წლიდან 1984 წლამდე მუშაობს საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად; "სამტრესტი"–ს N 3 ღვინის ქარხანაში წარმოების უფროსად; "სამტრესტი"–ს აპარატში ლიქიორ-არყისა და სპირტების მთავარ ტექნოლოგად. 1984 წლიდან 1988 წლამდე მუშაობას იწყებს "თბილღვინოში" წარმოების უფროსად, შემდეგ კი მთავარ მეღვინედ. ბატონი ბიძინა გარდაიცვალა 1998 წელს. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 334 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |