The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ზურაბ ტატიშვილი

ზურაბ ტატიშვილი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:2013
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ზურაბ ტატიშვილმა 1965 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. განაწილების წესით მივლინებულ იქნა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. 1966 წლიდან მუშაობას აგრძელებს "სამტრესტი"–ს ლიქიორ-არყის ქარხანაში, რომელიც დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა. ახალგაზრდა მეღვინე საკუპაჟე საამქროს უფროსია. 

   1975 წლიდან ლიქიორ-არყის ქარხანამ შეიცვალა მისამართი და შეუერთდა თბილისის საწარმოო კომბინატს, სადაც გადაიყვანეს ზურაბიც. ამ ქარხანაში  20 წლის განმავლობაში იმუშავა საამქროს უფროსად, წარმოების უფროსად. 2000 წლიდან ქარხანამ შეწყვიტა ფუნქციონირება. 

   ზურაბ ტატიშვილი გარდაიცვალა 2013 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 334 გვ.