შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
შოთა დევნოზაშვილი![]()
ბიოგრაფიაშოთა დევნოზაშვილი დაიბადა 1951 წელს. 1974 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტზე ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. 1974 წლიდან გადადის საკონსერვო ქარხანაში, სადაც მუშაობს ტექნოლოგად. 1981 წლიდან, შ. დევნოზაშვილმა, "სამტრესტი"–ს თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში 10 წლის განმავლობაში იმუშავა სხვადასხვა საამქროებში მეღვინე-ტექნოლოგის თანამდებობებზე. 1991 წლიდან გადადის "სამტრესტი"–ს ვარკეთილის ღვინის ქარხანაში საკონიაკე სპირტების დაძველების და დაკუპაჟების საამქროს უფროსად, ხოლო 1998 წლიდან, შპს "ღვინის სამყაროს" ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2008 წელს, 57 წლის ასაკში, ბატონი შოთა მოულოდნელად გარდაიცვალა. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 335 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |