The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



კუკური ქოროღლიშვილი

კუკური ქოროღლიშვილი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:2002
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   კუკური ქოროღლიშვილმა 1967  წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია.

   1961 წლიდან 1975 წლამდე მუშაობდა "სამტრესტი"–ს გურჯაანის საწარმოო გაერთიანების სათავო ღვინის ქარხანაში მუშად, ბრიგადირად, მეღვინედ, მთავარ მეღვინედ, ხოლო 1976 წლამდე მუკუზანში N2 ღვინის ქარხნის დირექტორად.

   1976 წელს გადაჰყავთ დირექტორად "სამტრესტი"–ს გურჯაანის საკუპაჟე ბაზაში, სადაც "სამტრესტი"–ს სისტემაში არსებული ღვინის ქარხნებიდან შემოდიოდა სამარკო ღვინოები "გურჯაანი", "ვაზისუბანი", ადგილზე ხდებოდა მისი დაკუპაჟება და შემდგომ ჩამომსხმელი ქარხნებისთვის მიწოდება.

   1994 წელს მისი ხელმძღვანელობით საწარმო გარდაიქმნა ღია სააქციო საზოგადოებად, ხოლო 1995 წლიდან მოხდა მისი სრული პრივატიზაცია და ეწოდა სს "კოტეხი", ხოლო 1996 წლიდან სს "კოტეხი - ღვინის ქარხანა", რომლის დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი იყო ბატონი კუკური.

   2002 წელს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, კუკური ქოროღლიშვილი გადაიცვალა და ქარხანას ეწოდა მისი სახელი.

   გურჯაანის ადგილობრივმა მუნუცუპალიტეტმა იმ ქუჩას, სადაც ქარხანა მდებარეობს, მიაკუთვნა კუკური ქოროღლიშვილის სახელი. დღეისათვის საქართველოს ადგილწარმოების 18 ღვინიდან ერთ-ერთი გახლავთ ღვინო "კოტეხი"

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 337 გვ.