The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



რეზო ოსაძე

რეზო ოსაძე
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:1977  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

     რეზო ოსაძე დაიბადა 1925 წელს. 1955  წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი, ხოლო 1966 წელს იმავე ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 

   1966 წლიდან მუშაობს "სამტრესტი"–ს სისტემის ღვინის ქარხნებში - ლენინგორი, აგარა, მუხრანი, თბილისის საწარმოო კომბინატი N2, თბილისის ლიქიორის ქარხანა და თბილისის საწარმოო კომბინატი – მეღვინედ, მეღვინე-ტექნოლოგად, ინჟინრად და მთავარ ტექნოლოგად. შემდგომ წლებში იგი საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს შრომის მეცნიერული ორგანიზაციის ცენტრში განყოფილების გამგეა.

   ის იყო არა მარტო ცნობილი მეღვინე, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა, ხოლო მოგვიანებით – საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის გუნდის - თბილისის "სპარტაკის" ძირითადი მოთამაშე იყო.

   რეზო ოსაძე გარდაიცვალა 1977 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 337 გვ.