The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით ტუღუში

დავით ტუღუში
დაბადების თარიღი:1961
გარდაცვ. თარიღი:2014  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    დავით ტუღუში დაიბადა 1961 წელს. 1983  წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინე-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

   1983 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს თერჯოლის შამპანური ღვინოების ქარხანაში ქიმიკოსად, ხოლო 1988 წლიდან – ამავე ქარხნის ბიოქიმიური საამქროს საფუვრების განყოფილების უფროსია.

   1994 წლიდან 1999 წლამდე მუშაობს სამრეწველო სავაჭრო ფირმა "ენისელში" ინჟინერ- ქიმიკოსად, ლაბორატორიის გამგედ, ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსად. 1999-2003 წლებში შპს "სამგორის" მთავარი ტექნოლოგი და შემდეგ წარმოების უფროსია. 2003 წლიდან სამუშაოდ გადადის სს "დავით სარაჯიშვილი და ენისელში" დირექტორის მოადგილის პოსტზე ხარისხის დარგში, სადაც დაჰყო 2007 წლამდე.  2007 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – სს "თელიანი ველის" კონიაკის წარმოების უფროსია.

    2014 წელს, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად, დავით ტუღუში გარდაიცვალა.

     წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 338 გვ.