The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გელა ასათიანი

გელა ასათიანი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:2014
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   გელა ასათიანმა, 1950  წელს, დაამთავრა სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი. იმავე წელს დაინიშნა თბილისის შამპანური ღვინოების ქარხანაში ინჟიერ - ტექნოლოგად. 1956 წლიდან მუშაობდა "სამტრესტის" მცხეთის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ.

   1960 წელს გ. ასათიანი დაინიშნა თბილისის N4 ღვინის ქარხანაში ჩამოსხმის საამქროს უფროსად, 1966 წლიდან იმავე ქარხანაში მთავარი მეღვინეა, ხოლო 1974 წლიდან კი წარმოების უფროსი. 1990 წლიდან ვერეს ქარხნის დირექტორია. 2003 წელს გავიდა პენსიაზე.

   მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მეღვინის საპატიო წოდება.

  ბატონი გელა გარდაიცვალა 2014 წელს.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 338 გვ.