The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ლაური ჯანაშია

ლაური ჯანაშია
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ლაური ჯანაშიამ 1967 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. 1967 წლიდან იმუშავა "სამტრესტი"–ს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე – ლიქიორ-არყის, შამპანური ღვინოების, კონიაკის, ღვინის სამარკო და საექსპორტო ქარხნის ტექნოლოგად, ინჟინრად, მთავარ ინჟინრად, დირექტორის მოადგილედ და თბილკონსერვის გენერალურ დირექტორად.

   გარდა მეღვინეობისა, მას იურიდიული განათლებაც აქვს. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სხვადასხვა დროს იმუშავა ნაძალადევის, კრწანისის, მთაწმინდის რაიონის პროკურორად.

   ლაური ჯანაშია დაჯილდოებულია მთავრობის სხვადასხვა ღირსების ჯილდოებით.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 340გვ.