The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



თამაზ თევდორაძე

თამაზ თევდორაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   თამაზ თევდორაძემ 1962  წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და დაინიშნა "სამტრესტი"–ს წინანდლის ღვინის ქარხანაში ღვინის დამმუშავებლად. 1964 წელს გადაჰყავთ ოსტატ - მეღვინედ, 1965 წლიდან შრომის ღვინის ქარხნის მეღვინეა, 1970 წლიდან ინიშნება მეღვინედ ველისციხის ღვინის ქარხანაში, 1975 წლიდან მუკუზნის N2 ღვინის ქარხანაში საამქროს უფროსია, 1983 წლიდან მანავის ღვინის კომბინატში ინჟინრის თანამდებობაზეა. 1992 წლიდან კომპანია "სამების" საგარეჯოს პირველადი მეღვინეობის ქარხანაში მთავარი მეღვინეა.

   ბატონი თამაზი დაჯილდოებულია შრომის ვეტერანის წოდებით.

   2010 წლიდან იგი იმყოფება პენსიაზე.

     წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 340გვ.