The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



გელა ქოქიაშვილი

გელა ქოქიაშვილი
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   გელა ქოქიაშვილმა 1962  წელს დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და 1966 წლამდე იმუშავა თბილისის პარფიუმერიის ფაბრიკა "ივერიაში". 1966 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროში იწყებს მუშაობას, საიდანაც 1980 წელს გადადის "სამტრესტი"–ს ცენტრალურ აპარატში ხარისხის მართვის სამმართველოში, 1981 წლიდან - სიღნაღის ქარხანათა სამმართველოს წნორის ღვინის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად, შემდეგ-მთავარ მერვინედ. 1983 წლიდან ვაქირის ღვინის ქარხანაშია, ხოლო 1986 წლიდან - სიღნაღის სათავო ღვინის ქარხანაში. 1989 წლიდან 2002 წლამდე ბატონმა გელამ გაატარა შპს "ვაზიანი უნივერსალში" დირექტორის მოადგილის პოსტზე.

   ბატონი გელა არის ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დამთავრებული ჰქონდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით – არის ვოკალისტთა კონკურსების გამარჯვებული და ლაურეატი, კულტურის დამსახურებული მუშაკი, მრავალი სამთავრობო ჯილდოს მფლობელი. ასევე, რამოდენიმე წიგნის ავტორი სუფრის ისტორიაზე, თამადობის ინსტიტუტზე, გამოცემული აქვს ორი მონოგრაფია მსოფლიოს წამყვან ტენორებზე - ენრიკო კარუზოსა და ტიტა რუფოზე. იყო ცნობილი მომღერალი.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 340გვ.