| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
გია ლოლაძე![]()
ბიოგრაფიაგია ლოლაძემ 1972 წელს დაამთავრა ქუთაისის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება. სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა "სამტრესტი"–ს თბილისის N 4 ღვინის ქარხანაში. 1975 წლიდან ხარაგაულის ხილკენკროვანი ღვინოების ქარხნის მთავარი მეღვინეა, ხოლო 1977 წლიდან - "სამტრესტი"–ს ზესტაფონის ხილკენკროვანი ღვინის ქარხნის დირექტორი. 1979 წლიდან ბოლნისის საკონსერვო ქარხნის მთავარი ინჟინერია. 1980 წლიდან – ინჟინერ-ტექნოლოგი "სამტრესტი"–ს ბოლნისის ღვინის ქარხანაში. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 341 გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

