The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



გიორგი ზაკალაშვილი

გიორგი ზაკალაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   1981  წელს გია ზაკალაშვილმა დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. იმავე წელს დაიწყო "სამტრესტი"–ს გურჯაანის საწარმოო გაერთიანების "მეღვინის სახლში" ინჟინერ-ტექნოლოგად მუშაობა. 1983 წლიდან, იმავე გაერთიანების გურჯაანის სათავო ქარხანაში გადაჰყავთ კახური ღვინომასალების საამქროს ინჟინერ-ტექნოლოგად, ხოლო 1985 წლიდან - მთავარ ტექნოლოგად.

    1988 წლიდან იგი მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს ჭანდარის ღვინის ქარხანაში მთავარ ტექნოლოგად და, შემდეგ, ხდება ამ ქარხნის მეპატრონე. 

    ბატონმა გიამ დაამთავრა ასპირანტურა, 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 341 გვ.