The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე
დაბადების თარიღი:1959  (65 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

  დავითი მაისურაძე დაიბადა 1959 წელს თელავში.  დავით მაისურაძე 1980 წელს დიწყო მუშაობა "სამტრესტი"–ს სისტემის წინანდლის საწარმოო გაერთიანების იყალთოს ღვინის ქარხანაში მუშად. 1985 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და 1991 წლამდე მუშაობს წინანდლის ღვინის ქარხანაში მეღვინედ. 1991-1997 წლებში - კურდღელაურის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინეა. 1997-2005 წლებში თელავის "ღვინის მარნის" გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელია. 2005 წლიდან მეღვინე კონსულტანტია.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 341 გ.