შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ჯემალ მესხი![]()
ბიოგრაფიაჯემალ მესხმა 1964 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა მეღვინის კვალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მოხვდა რუსეთის ბელგოროდის ღვინის ქარხანაში, სადაც 2 წელი იმუშავა ტექნოლოგად. 1966-1967 წლებში საქართველოს კვების მრეწველობის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკია. 1967 წლიდან მუშაობას იწყებს "სამტრესტი"–ს საწარმოო კომბინატის ღვინის სიმჟავის საამქროში ტექნოლოგად. შემდეგ წლებში ქარხანა გადაკეთდა თბილისის სპირტისა და ლიქიორ-არყის საწარმოო გაერთიანებად, სადაც ის სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა: საამქოროს უფროსად, მთავარ ტექნოლოგად, წარმოების უფროსად და ბოლოს, 1989 წლიდან 2004 წლამდე - გენერალურ დირექტორად. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 342 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |