შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
მარლენ ნოზაძე![]()
ბიოგრაფიამარლენ ნოზაძემ 1967 წელს დაამთავრა თბილისის ინდუსტრიულ-კომერციული ტექნიკუმი და 1968 წელს სწავლა განაგრძო აღმოსავლეთ ციმბირის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1976 წელს კვების მრეწველობის მანქანა-დანადგარების სპეციალისტის კვალიფიკაციით. იმავე წელს მუშაობას იწყებს ქალაქ ულან-უდეს ლუდის ქარხანაში ქიმიკოსად, ხოლო შემდეგ ამავე ქარხანაში საამქროს უფროსად. 1980 წელს ბრუნდება საქათველოში და მუშაობს "სამტრესტი"–ს გომის სპირტის ქარხანაში ქიმიკოსად, ლაბორატორიის გამგედ, სპირტსაცავის ინჟინერ-ტექნოლოგად და მთავარ ტექნოლოგის თანამდებობაზე, რომელზეც 30 წელი უცვლელად იმუშავა. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 343 გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |