The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მალხაზ ჭყოიძე

მალხაზ ჭყოიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მალხაზ ჭყოიძე 1959 წელს შედის თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმსენებლობის ფაკულტეტის კვების საწარმოო მანქანებისა და აპარატების სპეციალობის შესასწავლად. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობს გორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილებაში, სადაც დაჰყო 1970 წლამდე. შემდეგ გადადის ხაშურის შუშის ქარხანაში მთავარ მექანიკოსად. 1977 წლიდან ხაშურის რაიმრეწვკომბინატის მთავარი ინჟინერია, ხოლო 1981 წლიდან - ხაშურის პურის მიმღები საწარმოს დირექტორი.

   1984 წლიდან ინიშნება დირექტორად "სამტრესტი"–ს გომის სპირტის ქარხანაში. 

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 343 გვ.