The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



ნუგზარ კალანდაძე

ნუგზარ კალანდაძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   ნუგზარ კალანდაძემ 1958 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 

   1958 წლიდან 1978 წლამდე მუშაობდა: "სამტრესტი"–ს თბილისის კონიაკის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად, ხაშმის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინედ, საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროში საგარეო ურთიერთობათა და საექსპორტო მიწოდების სამმართველოს უფროსად.

   1978-2001 წლებში "სამტრესტი"–ს საწარმოო გაერთიანება "თბილღვინოს" ტექნიკური განყოფილების უფროსია, ამავე დროს ასრულებს მთავარი ინჟინრის მოვალეობას. შემდეგ გადის პენსიაში.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 347 გვ.