The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



სოსო გელაშვილი

სოსო გელაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

    სოსო გელაშვილმა, 1961 წელს, დაამთავრა სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით – "ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება და მეღვინეობის ტექნოლოგია".

   ს. გელაშვილმა მუშაობა დაიწრო 1961 წელს და 1967 წლამდე მუშაობდა "სამტრესტი"–ს გორის ქარხნის სამმართველოში, ხიდისთავის ღვინის ქარხანაში - საკონიაკე საამქროს უფროსად, ატენის ღვინის ქარხანში - ჩამოსხმის საამქროს უფროს მეღვინე-ტექნოლოგად. 1976–1980 წლებში იგი თბილისის ლიქიორ-არყის გაერთიანებაში ჯერ ინჟინერ-ტექნოლოგია, შემდეგ საამქროს უფროსი. 1980-2005 წლებში დაინიშნა თბილისის შამპანურის ქარხანა "ბაგრატიონ - 1982"-ში მეღვინე-ტექნოლოგად, საამქროს უფროსად, წარმოების უფროსად.

   სოსო გელაშვილი, 2005 წლიდან, პენსიაზე გასვლის შემდეგ, მუშაობდა "ქართული ღვინის" კომპანიის მთავარ ტექნოლოგად.

   წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 348 გვ.