| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისი |
|
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ზურაბ გათენაძე![]()
ბიოგრაფიაზურაბ გათენაძე, 1960 წლიდან, მუშაობდა "სამტრესტის" ბათუმის ღვინის ქარხნის ქედის ყურძნის პირველადი გადამუშავების ღვინის ქარხანაში მუშად. იმ დროს ქედის ღვინის ქარხნის დირექტორი იყო ავთანდილ მელუა, შემდგომში "სამტრესტი"–ს მმართველი. ცოდნის შეძენის მიზნით, ზ. გათენაძე, 1962 წელს, ჩაირიცხა ქ. ომსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე, საიდანაც 1965 წელს სასწავლებლად გადმოვიდა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში დაუსწრებელი სწავლების ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა აჭარაში და, 1968-1986 წლებში, მუშაობდა ქედის ღვინის ქარხნის წარმოების დირექტორად. შემდეგ გადის პენსიაზე. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 348 გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

