The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians -
Home  
Search
Person Name:

The directory represents a bibliographic database of those involved in developing of The matter of Georgian wine, champagne like, other alcoholic drinks, and in general, Viticulture and winegrowing in Georgia.

The national Library applies to the experts of viticulture and winegrowing, Researches and people concerned to provide the Library with the photos and the Biographical data of the famous Georgian winegrowers known to them for allocating Materials in the given database.



ვახტანგ ქიზიყურაშვილი

ვახტანგ ქიზიყურაშვილი
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

   ვახტანგ ქიზიყურაშვილმა 1964 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია.

   1965 წლიდან დაიწყო მუშაობა "სამტრესტი"–ს წითელწყაროს ღვინის ქარხანაში ბრიგადირად, ოსტატად, ტექნოლოგად და საამქროს უფროსად.

   1976-1984 წლებში სწავლობდა მოსკოვის საკავშირო კვების მრეწველობის ინსტიტუტის ეკონომიკურ-საორგანიზაციო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1993 წლამდე, იმუშავა – ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს ორგანიზაციაში; შრომის პროგრესული მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის საპროექტო ტექნოლოგიურ ცენტრში; 

აგროსამრეწველო კომიტეტის სამმართველოში; გამარჯვების მეფრინველეობის ფაბრიკაში; საქ. სახ. აგროსამრეწველო კომიტეტის უწყებაში; ეკონომიკურ-კოოპერაციული ფირმა "მერკურში" ტექნოლოგად.

   1993 წლიდან ფირმა "მერკურის" დამფუძნებელი და დირექტორია, 1995 წლიდან – შპს "ქიზიყის" დამფუძნებელი დირექტორი, 2000-2007 წლებში შპს "ოქროს ხვანჭკარას" დამფუძნებელი და დირექტორი.

   არის მრავალი გამოგონების ავტორი და სამეცნიერო საზოგადოების წევრი.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 349 გვ.