შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისი |
ძიება საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში. ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად. |
ზურაბ ტყემალაძე
ბიოგრაფიადავით ტყემალაძე დაიბადა 1944 წლის 18 იანვარს. 1960 წელს დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა, 1965 წელს – სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 1965-1992 წლებში მუშაობდა "სამტრესტი"–ს ღვინის სხვადასხვა ქარხანაში: წითელწყაროს ღვინის ქარხანაში ოსტატ-მეღვინედ; ვარკეთილის ღვინის ქარხნის უფროს ინჟინერ-ტექნოლოგად; სამარკო და საექსპორტო ღვინოების ქ. საგარეჯოს ქარხნის მთავარ ინჟინერად. 1981 წელს იმყოფებოდა ხანგრძლივი მივლინებით საფრანგეთში. 1992 წლიდან არის საქართველოში პირველი პრივატიზებული საწარმოს შპს "სამების" გენერალური დირექტორის მოადგილე, ხოლო 1995 წლიდან გენერალური დირექტორია. 1994 წლიდან ხდება მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი. 1998 წლიდან – მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტი. მინიჭებული აქვს დოქტორის წოდება. არის 20-ამდე სამეცნიერო შრომის ავტორი, გამომგონებელი და 15-ამდე დასახელების ქართული სამარკო ღვინის ავტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, ბიზნეს–მეცნიერებათა აკადემიის წევრი, საქველმოქმედო საზოგადოება "თბილისელი"–ს საპატიო წევრი. წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 351 გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |