The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს მეღვინეები
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი წარმოადგენს ბიოგრაფიულ მონაცემთა ბაზას იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართული ღვინის, შამპანურის ტიპის და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ზოგადად, მევენახეობისა და მეღვინეობის საქმის განვითარებასთან საქართველოში.

ეროვნული ბიბლიოთეკა მიმართავს მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტებს, მკვლევარებს და დაინტერესებულ პირებს, მოგვაწოდონ მათთვის ცნობილი ქართველი მეღვინეების ბიოგრაფიული მონაცემები და ფოტო მასალა ამ ბაზაში განსათავსებლად.



მურმან ქურიძე

მურმან ქურიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

   მურმან ქურიძემ 1967 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი მეღვინეობის განხრით და დაიწყო მუშაობა ქ. ლენინგრადის "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანაში ტექნოლოგად, საამქროს უფროსად. 1971 წელს ბრუნდება საქართველოში და იწყებს მუშაობს საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის მრეწველობის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად.

   1975 წელს სწავლა განაგრძო ქ. იალტაში მევენახეობისა და მეღვინეობის საკავშირო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ "მაგარაჩის" ასპირანტურაში, სადაც 1978 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 

   1978 წლიდან 2004 წლამდე მუშაობს - საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ღვინის მრეწველობის განყოფილების უფროს მეცნიერ-მუშაკად; კაჭრეთის ღვინის ქარხნის მთავარ ინჟინერ-ტექნოლოგად; თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილედ წარმოების დარგში. საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად.

    მისი ინიციატივით დასახელება "მუხრანი" შეიცვალა და დარეგისტრირდა დასახელებით "ბაგრატიონი 1882".

   2004-2008 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. 2006 წლიდან – საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.

   2008 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა საქ. კონტროლის პალატაში სოფლის მეურნეობის მთავარ ექსპერტად; საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.

   2008 წელს, მისი უშუალო ინიციატივით, საქართველოში ჩატარდა OIV-ის ეგიდით საერთაშორისო დეგუსტაცია. 2010 წელს - მეღვინეობის 33-ე საერთაშსორისო კონგრესი. 2013 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს ენოლოგთა ეროვნული კავშირი, რომლის თამჯდომარედ დამფუძნებლებმა აირჩიეს ბატონი მურმანი. 

   არის მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.

    წყარო: სამტრესტი და სამტრესტელები 85, 1929-2014 : [მონოგრაფია] / ბონდო კალანდაძე; თბილისი: პეტიტი, 2014. - 351 გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეღვინეობის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი